„ვილიარეალის“ რიგებში ქართველთა რიცხვი ერთი აღარ იქნება — გიორგი მიქაუტაძესთან ერთად კლუბის სისტემაში უკვე 18 წლის მეკარე, დავით ღვარძელაშვილი ირიცხება.
ახალგაზრდა ფეხბურთელს ესპანურ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ამჟამად ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავს.
"თავდაპირველად, 2007 წელს დაბადებული დავით ღვარძელაშვილი U17-ში გამოიძახეს, თუმცა იურიდიული საკითხების გამო, ნაკრებში თამაში ვერ შეძლო. შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ, მიმდინარე წლის აგვისტოში, მონტენეგროში გამართული ამხანაგური მატჩებისთვის U19-ში იხმო.
მაშინ ფეხბურთელი მოედანზე ახალი დაბრუნებული იყო და წელი ისევ სტკიოდა, ნაკრებში გამაყუჩებელი ნემსების დახმარებით ემზადებოდა
", - წერს 90 წუთი სოციალურ ქსელში.