ფრანგული ლიგა 1 "ლიონის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის უმაგრეს ქმედებაზე წერს და ქართველს "სიტყვის კაცს" უწოდებს.
როგორც ირკვევა, მიქაუტაძის მატჩს, 24 ნოემბერს, პატარა გულშემატკივარი, ბანერით ხელში დაესწრო და გიორგისთან შეხვედრა და მისი მაისური სურდა.
მატჩის შემდეგ, ოჯახმა თავად გაავრცელა ფოტო, რომ მათ გიორგისთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.
აღნიშნული სოციალურ ქსელში თავად მიქაუტაძემ ნახა, და მათ შესთავაზა, რომ ლიონში მომდევნო მატჩს დასწრებოდნენ, სადაც პატარა პრინცესას ხელმოწერილ მაისურსაც უსახსოვრებდა.
გუშინ კი ისტორიის სასიამოვნო დასასრული გახდა ცნობილი. ქართველმა თავდამსხმელმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ფოტო გაავრცელა, პატარა გულშემატკივართან, სათაურით:
"როგორც დავპირდი! დიდებული გამარჯვება, მაგრამ ყველაზე მაღლა ისაა, რომ როგორც იქნა მომეცა შანსი შეგხვედროდი, ჩემო პატარა ზოე. მადლობა შენ და შენს მშობლებს! კეთილ მგზავრობას გისურვებთ და მალე გნახავთ!"
წერს მიქაუტაძე.