4
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 თებერვლის აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული. ამის შესახებ მისი ადვოკატი შოთა კახიძე TV პირველთან საუბრისას აცხადებს.
TV პირველის ინფორმაციით, გიორგი ქადაგიძემ დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ქადაგიძეს დაზიანებები არ აღენიშნება და ის საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული.
„პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ქადაგიძე საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს. ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მას რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. გიორგი ქადაგიძე დაკავებულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით“, – აცხადებს შოთა კახიძე.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს საპროტესტო მსვლელობისას დააკავეს, როდესაც აქციის მონაწილეების თქმით, სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.