წვრილმანი ხულიგნობისთვის პატიმრობა 60 დღემდე იზრდება, დახურულ სივრცეში აქციების ჩატარება იკრძალება

2 hours ago 3

ოლიგარქიული რეჟიმი რეპრესიებს აძლიერებს. ამ მიზნით ოცნება ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებს და შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს კიდევ უფრო ზღუდავს. ცვლილებების შესახებ დღეს ბრიფინგზე ოლიგარქის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

„ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვის კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები. უკვე დაინიცირებულია ამ ინიციატივის პირველი ნაწილი. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები.

მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება.

წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვუის, შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებისთვის და მსგავსი დარღვევებისთვსი ჯარიმები იზრდება და იზრდება პატიმრობის ვადა 60 დღემდე.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სრულად წაკითხვა