,, თქვენ რა გგონიათ, დიქტატურა რა არის?” – თინა ხიდაშელი

2 hours ago 2

1

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:

,,ის რაც მდინარაძემ მოგვიყვა არის დიქტატურის დამყარების მცდელობის დასაწყისი.
თქვენ რა გგონიათ დიქტატურა რა არის?
– დიდ უნივერსიტეტებში სტუდენტებს პროტესტის უფლებას წაარათმევენ (მათი შენობები სახელმწიფოსია);
– თეატრების ნაწილში (მათი შენობები სახელმწიფოსია) მსახიობებს პროტესტის უფლებას წაართმევენ;
– 60 დღით გაზრდილი პატიმრობა ერთმნიშვნელოვნად რეპრესიის გაძლიერებაა;
– პატიმრობა დაქვემდებარებული მუხლების მატება, სისხლის სამართლის დანაშაულად ქცეული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა;
– სოცმედიაში, ქუჩაში, რესტორანში… რეჟიმის მსახურებისთვის ცუდი სიტყვების თქმის დასჯადად გამოცხადებაც, სიტყვის თავისუფლების აკრძალვაა;
– აქვე დაგვპირდნენ გაგრძელება იქნებაო…..

ანუ პროტესტს დააკვირდებიან და შესაბამისად სადაც გაუჭირდებათ იქ მოიგონებენ ახალ მუხლს სისხლის სამართლის კოდექსისთვის.

ვის შეუძლება ეფექტურად ამ სისტემის დამარცხება?
– მოსამართლეს რომელიც არ გამოიყენებს ახალ წესებს;
– პროკურორს რომელიც არ აღძრავს ამგვარ საქმეებს;
– პოლიციელს რომელიც უარს იტყვის ძალადობასა და ცრუ მოწმეობაზე;
– —-

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხის იმედი მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს. არც ახალ საქართველოში გამოუჩენიათ ოდესმე თავი!!!

ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს!
პროტესის გამძლეობის!
პროტესის შეურიგებლობის!
პროტესის გაუტეხლობის!
აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავამტკიცებთ რომ ამ მიწაზე დიქტატურა არ გამოდის!!!“

სრულად წაკითხვა