რამდენიმე საათის წინ, ქართული ძიუდოს ფედერაციამ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.
"გიორგი ქარჩაიძე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია! გიორგი ნახევარფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა, სადაც იაპონელ ტაიკო ტოკიტასთან იპონით დამარცხდა.
თუმცა, ბრინჯაოს ფინალში გიორგისთვის სასარგებლო შედეგი დადგა, სადაც ამერიკელი კანტა უეიამა ვაზარითა და იუკოთი დაამარცხა!", - წერია ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე.