გიორგი ქოჩორაშვილი: შეუძლებელია ამის „გაპრავება“, ამის მოთმენა

2 weeks ago 7

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი აცხადებს, რომ „ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას“. სოცილურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ის ეხმიანება თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

„ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს! დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!“ - წერს გიორგი ქოჩორაშვილი „ფეისბუკში“.

მისი თქმით, იმის გამო, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეუძლებელია რაიმეს გაკეთება.

„შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება“. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება.

შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა