გიორგი ქოჩორაშვილმა სიჩუმე დაარღვია - ქართველი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

1 month ago 14

ლევანტეს ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა, რომ მომავალზე არ ფიქრობს და ახლა მხოლოდ აწმყოზეა კონცენტრირებული.

"ჩემი მომავალი? ძალიან მშვიდი და ბედნიერი ვარ - ინტერვიუებში ყოველთვის ავღნიშნავ, რომ აწმყოზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები რადგან თუ მომავალზე ფიქრს დაიწყებ, დღევანდელობას მოწყდები და რაც ახლა ხდება ყველაფერს გამოტოვებ..

მე აქ ვარ და კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ

", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი ნახევარმცველის სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა კონკრეტული ამ დრომდე არაფერია.

სრულად წაკითხვა