"გიჟები უნდა ვიყოთ ამის რომ არ გვჯეროდეს" - კონტემ საჩემპიონო გეგმებზე ისაუბრა

2 days ago 8

მილანთან მატჩის წინ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ საჩემპიონო გეგმებზე ისაუბრა.

"გიჟები უნდა ვიყოთ ამის რომ არ გვჯეროდეს - სულ 9 თამაშია დარჩენილი და ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებით, ჩემპიონობაზე ვინ არ იფიქრებდა?

ცხრილის სათავეში ვართ და ამას სეზონის სტარტზე ვერავინ წარმოიდგენდა, ამიტომ საკუთარი თავის 100%-ით უნდა ვირწმუნოთ

", - განაცხადა კონტემ.

ცნობისთვის, 29 ტურის შემდეგ ნაპოლი 61 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და უშუალო კონკურენტ ინტერს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

სრულად წაკითხვა