WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

09.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„გირჩის“ („თავისუფალი ხალხის პარტიის“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ის და იაგო ხვიჩია „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეხვდნენ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე რაიმე პოლიტიკური შეთანხმება არ ყოფილა. „ტვ პირველის“ კითხვაზე, ვინ უშუამდგომლა პარტიას, თუ კომუნიკაცია უშუალოდ ივანიშვილთან ჰქონდათ, ის პასუხობს:

„ასეთი დეტალები არ გაირჩევა ხოლმე, იმიტომ, რომ საქმეს არ ეხება. ჩვენ არ გვქონია პოლიტიკური შეთანხმებები, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პოლიტიკური პოზიციები არ შეცვლილა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი. ამის იქით არაფერი ურთიერთობა არ გაგრძელებულა… ჩვენ ყველას ვხვდებით – ნორმალურია, სწორია. ვინც მიიჩნევს, რომ ივანიშვილთან შეხვედრა რაღაც დანაშაულია, ამ ხალხს ვერ ვუშველით“, – ამბობს ის.

რაქვიაშვილი შეხვედრას პარტიის „პოლიტიკური წონის გაზრდას“ უკავშირებს. ის ამბობს, რომ პოლიტიკურად მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები ვერ განიხილეს – „საბოლოო ჯამში, სულ ერთი კითხვა დავსვი“.

„ბუნებრივია, როცა შენი პოლიტიკურო წონა იზრდება, გიჩნდება შანსი, რომ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველს შეხვდე… [ერთპიროვნული მმართველი მიხვდა, რომ თქვენი წონა იზრდება?] მე მის თავში ვერ ჩავძვრები, მე ვიცი, რომ ეს მოხდა და მადლობელი ვარ, რომ დათანხმდა“, – ამბობს რაქვიაშვილი „ტვ პირველთან“. 

პარტია მომავალშიც მზადაა „ოცნების“ დამფუძნებელს შეხვდეს.

„მე მგონი, ბიძინა ივანიშვილს უნდა ჰკითხოთ, ყველაზე ნამდვილად მან იცის, მეც მაინტერესებს სხვათა შორის, თუ გექნებათ შესაძლებლობა, ჰკითხეთ, ჩვენ სიამოვნებით შევხვდებოდით კიდევ ერთხელ“, – ამბობს რაქვიაშვილი.