“გირჩი”: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას

3 hours ago 2

პარტია “გირჩის” პოლიტიკოსები ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ისინი აცხადებენ, რომ სილის გაწვნას, რის გამოც დააკავეს ამაღლობელი, არ შეეძლო კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა. ამიტომ, მიიჩნევენ, რომ პატიმრობის მუქარა გადაჭარბებული. უფრო მეტიც, “გირჩის” ლიდერების შეფასებით, ეს ამბავი არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ ღრმა ეთიკურ პრობლემებზე მიუთითებს.

“ჩვენ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რადგან მის ქმედებას არ შეეძლო კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხე შეექმნა, განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როდესაც ადგილი ჰქონდა არა ფიზიკურ თავდასხმას, არამედ უბრალოდ სილის გაწვნას, რომელიც ცხადად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.

პოლიციელის მუნდირისა და სახელმწიფოს უპატივცემულობაზე ყურადღების გამახვილებით, ხელისუფლება იმეორებს კომუნისტური ეპოქის მიდგომებს, ხოლო ხუთწლიანი პატიმრობის მუქარა, სილის გაწვნისთვის, არა მხოლოდ გადაჭარბებულია, არამედ უფრო ღრმა ეთიკურ, სამართლებრივ და სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს, რაც კიდევ ერთხელ და ნათლად აჩვენებს, რომ მთელი სასამართლო და ძალოვანი სისტემა ხელისუფლების ჯიბეში ზის და გამოიყენება მმართველი ძალის დასაცავად. ამიტომ, საქართველოში სამართლებრივი სისტემა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს”, – ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მზია ამაღლობელი დაკავებიდან, უკვე 21 დღეა რაც შიმშილობს.

ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მასი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს.

იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა