როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 30 წლის ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ახლახან “ჰაიდენჰაიმს” შეუერთდა.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუდუ “კარლსრუეს” ფინანსური კრიზისის დაძლევაში ეხმარება.
საგულისხმოა, რომ “ჰაიდენჰაიმს” ბუდუს ტრანსფერი 2 მილიონი ევრო დაუჯდა.
ცნობისთვის, ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.