WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

"თბილისური კულტურის მხიარული, ხმაურიანი და სევდიანი მონატრება. ბოლოს ბავშვობაში მაქვს ნანახი ქურთების ქორწილი. ღმერთმა გაბედნიეროთ. თბილისი. გლდანი. 2026 წლის 13 სექტემბერი" - ამის შესახებ თამარ ფიროსმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ქურთებმა მართლაც მაგარი ქორწილი იციან იბედნიერონ..."

"ვიპარებოდი ბავშვობაში და მეც ვცეკვავდი სხვის ქორწილებში, მომწონდა მათი ტრადიცია და ფერადი კაბები"...

"მაშინდელი ადამიანობა,მეზობლობა,ურთიერთობა...სულ სხვა იყო და დღევანდელი,ვითომ ,,სვეცკური" -სულ სხვა!მაშინ იყო,,მეზობელო კარისაო,სინათლე ხარ თვალისაო"...და დღეს? ახალი ოჯახი შეიქმნა,იხარონ და იბედნიერონ მუდამ"...

"აუ, როგორ მიყვარს ბავშვობა გამახსენდა. წინ დავუდგებოდით ხოლმე ისეთი ლამაზი და მხიარული გამოცილება ჰქონდათ"...
"ამ ჰანგების მოსმენისას მაშინვე ბავშობა წარმომიდგა თვალწინ. ძალიან ბევრჯერ მინახავს და დავიწყებულიც კი მქონდა და ახლა ყველაფერი კვლავ კეთილად გამახსენდა. გაიხარეთ ჩვენო ძმებო და დებო"...

"გლდანში დავიბადე და გავიზარდე,შუა ხნის ქალი ვარ.ისე ჩავიძირე ბავშვობაში ამ კადრებიდან გამომდინარე... როგორ გვიხაროდა მეშვიდეში ეს ხმა... იწყება იწყება, ქორწილი იწყებაო!.... გვიხაროდა ქართველებსაც, რუსებსაც, ბერძნებსა და სომხებსაც. ერი სული გვქონდა პატარძალი დაგვენახა. მოცეკვავე მაყრიონი სადარბაზოსთან. მახსოვს ბევრ ტკბილეულობას აყრიდნენ პატარძალს თავზე და ის წითელი ვაშლი თავში რომ ხვდებოდა ისე მწყინდა და მებრალებოდა მორთულ მოკაზმული დედოფალი. ერთად ვიზრდებოდით და გვიხაროდა ყველას ერთმანეთის ბედნიერება... იხარეთ და იმრავლეთ .ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს"...

"ამ პერიოდს არაფერი ჯობდა"...

"უფფ რამდენჯერ მიცეკვია. რა კარგი დრო იყო. ბედნიერებას გისურვებთ"...
"პოსტის ავტორს მადლობა, რომ გული გაგვითბეთ! ბედნიერები ყოფილიყვნენ!"

წყარო: ​palitravideo.ge​​​