იტალიელი კომენტატორი, ფაბიო კარესა პირდაპირ ამბობს, რომ მილანმა საბა გოგლიჩიძე უნდა დაიმატოს.
ეს ბიჭი მიმდინარე სეზონში ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. მილანმა ტეო უნდა გაყიდოს, რომელიც ახალი ფორმაციის გუნდს ვერ ერგება და საბა გოგლიჩიძე დაიმატოს. გუნდში ფლანგები შესაცვლელია. მარჯვნივ ემერსონს სწორედ ქართველი ჩაანაცვლებს.
- ამბობს კომენტატორი.
20 წლის საბა გოგლიჩიძე პოზიციურად ცენტრალური მცველია, თუმცა თამაში მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია.