საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" სერია A -ს მორიგ მატჩში "ჯენოას" საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და დამარცხდა – 1:2.
იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში გოგლიჩიძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა. მას 10-ბალიანი სისტემით 6,0 შეფასება არგუნეს.
71-ე წუთზე "ემპოლის" თავკაცმა გოგლიჩიძის ნაცვლად მოედანზე დე შილიო შეიყვანა.
ქართველი ფეხბურთელის გუდმა წელი 19 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.
- ფეხბურთი / საქართველო / ეპიცენტრი / იტალია
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.