"გოგლიჩიძე სწორედ მისი რჩევით შევიძინეთ" - უდინეზეს დირექტორი ქართველს ასახელებს

1 day ago 5

უდინეში დღეს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა. "უდინეზესთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ეს იყო მისი პირველი გამოსვლა ადგილობრივი მედიის წინაშე.

გოგლიჩიძის ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო დეტალიც გახდა ცნობილი – მისი "უდინეზეში“ გადასვლის პროცესში საკუთარი წვლილი გიორგი ჩაკვეტაძემაც შეიტანა.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა ნანიმ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ "უდინეზე“ და "უოტფორდს“ ერთი მფლობელები ჰყავთ და სწორედ ამ პარტნიორობის ფონზე ჩაკვეტაძის რეკომენდაციამ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა:

"გოგლიჩიძე ჩვენს გუნდში მას შემდეგ მოვიდა, რაც უოტფორდის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაგვიკავშირდა. მან ძალიან დადებითად დახასიათა როგორც მისი საფეხბურთო შესაძლებლობები, ასევე ადამიანური თვისებები,“ – განაცხადა ნანიმ.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზე“ სერია A-ს ახალ, 2025/26 წლების სეზონს 25 აგვისტოს გახსნის. გუნდი კვირას, 20:30 საათზე "ვერონას" უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა