1
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 2004 წელს იხსენებს, როდესაც 1991-2004 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი, ასლან აბაშიძე ქვეყნიდან წავიდა და პარალელს დღევანდელობასთან ავლებს.
“2004 წელს ასლანი რომ გაიქცა და მისი სანახების დათვალიერება დავიწყე ორი ნიშანდობლივი რამ ჩამრჩა მეხსიერებაში. ერთი, საწოლში, ბალიშის ქვეშ ფეხზე შეყენებული ორლულიანი სპეცპისტოლეტი С4М ედო და მეორე – საკმაოდ დიდი ზომის სეიფი ღია იყო და ფეხსაცმლის ცარიელი ყუთები ეყარა. იქვე ეგდო მისი გარდაცვლილი მეუღლის მაგულის (სახელი თუ სწორად მახსოვს) ჩარჩოში ჩასმული სურათი.
პირველი იმაზე მიუთითებდა, რომ უზომოდ მშიშარა კაცი იყო, ყოველ ღამე ჩაქოლვის შიშით იძინებდა და მზად იყო თავი მოეკლა. მეორე კი იმაზე, რომ ბოლოს იმ დონის სიხარბემ სძლია, სეიფიდან გამოღებული ფულით, წასაღებად ფეხსაცმლის ყუთები გაავსო და გარდაცვლილი მეუღლის სურათი კი ამძიმებდა და ფეხებზე დაიკიდა.
მთავარი დასკვნა კი სულ სხვაა – ისე გაიქცა, უახლოესი გარემოცვიდანაც კი, საკუთარი ძაღლის გარდა (ისიც ორი დღის დაგვიანებით) არავინ წაიყვანა თან.
ჩვენ კარლიკს ბევრი რამ აქვს საერთო მასთან. პატარა კაცის კომპლექსები, სიმხდალე და უმთავრესი – ამათ ვისაც საკუთარი ფობიების გამო “მოიხმარს”, გომელაურ-ხარებათი დაწყებული თუ კობახიძე-კალაძეთი დამთავრებული, ისევე დაყრის, როგორც იმან საკუთარი დაცვის უფროსი ქელფეთა და ცოლისძმა სოსო გოგიტიძე,“ – წერს ოქრუაშვილი.