WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საზოგადოების პოლიტიკურ გემოვნებაზე კონკრეტული მინიშნებებით საუბრობს:

“ერთი და იგივე ადამიანები როგორ ახერხებთ ყიჟინას ლიბერალების, კონსერვატორების, კოლაბორაციონისტების, ულტრაპრორუსების, ულტრანაციონალისტების, ულტრაისლამისტებისა და ულტრადასირებულების გამარჯვების გამო?

თან უმეტესობა „პრადვინუტები“ ხართ, ცნობადი სახეები, ჭკუას გეკითხებიან, თქვენს მოსაზრებებს ციტირებენ…

და ერთი რამ ვერ გამიგია: ამ მენტალურ ტ*აკის თამაშს როგორ ახერხებთ? როგორ დაბორიალობთ ერთმანეთის გამომრიცხავი ღირებულებების ლაბირინთებში ასეთი თავდაჯერებით და, რაც მთავარია, სიამაყით?

დღეს იმას ზეიმობთ, რასაც გუშინ ებრძოდით, ხვალ კი იმის გამარჯვებას მიესალმებით, რაც დღეს გძულთ.

ეს ღირებულებითი მრავალფეროვნება კი არა, ღირებულებების სრული არარსებობაა.

ამ ყველაფერს ტივტივის სინდრომს დავარქმევდი. ჰო – ტივტივის!” – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.