დღეს შუადღისით, თბილისში, მეტრო “დელისთან”, ვაჟა-ფშაველას გამზირის №45-ში მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი გაჩნდა.
შენობაში ძირითადად სხვადასხვა ოფისია განთავსებული, მათ შორის, ტელეკომპანია “ფორმულას” და პარტია “ნაციონალური მოძრაობის”.
გავრცელებული პირველადი ინფორმაციით ხანძარი მე-12 სართულის შახტაში სადენებიდან დაიწყო და სწრაფად გავრცელდა. მოხდა ძლიერი დაკვამლიანება.
აღინიშნა, რომ სახანძრო მაშველების მისვლა შემთხვევის ადგილას საკმაოდ ოპერატიულად მოხდა. განიხილებოდა შენობიდან ხალხის ევაკუაცია სახანძრო კიბით. თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს და ხალხმაც შენობა უსაფრთხოდ დატოვეს.
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ასევე ხანძრის შედეგად მიყენებულ ზიანს/ზარალს გამოძიება დაადგენს.
paraleli პოლიტიკა