WEBO.GE แƒชแƒ˜แƒคแƒ แƒฃแƒšแƒ˜
แƒกแƒ”แƒ แƒ•แƒ˜แƒกแƒ”แƒ‘แƒ˜
๐Ÿ’ป แƒกแƒแƒ˜แƒขแƒ”แƒ‘แƒ˜แƒก แƒ“แƒแƒ›แƒ–แƒแƒ“แƒ”แƒ‘แƒ
๐Ÿš€ SEO แƒแƒžแƒขแƒ˜แƒ›แƒ˜แƒ–แƒแƒชแƒ˜แƒ
๐Ÿ“ž 579 817 817

ცხოველთა უფლებადამცველი შორენა ლობჟანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ, ერთგვარ გამაფრთხილებებლ პოსტს აქვეყნებს კონკრეტულ ფაქტებზე მინიშნებით და სახელმწიფოსგან მისი და ყველა ცხოველთადამცველის სიცოცხლის დაცვას მოითხოვს:

“🔴 მოვითხოვ სახელმწიფოსგან ჩემი და ყველა ცხოველთადამცველის სიცოცხლის დაცვას!
მივმართავ საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს სახალხო დამცველს!

მე ვარ შორენა ლობჟანიძე, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე და ცხოველთა უფლებადამცველი.

თბილისის მერის, კახა კალაძის საჯარო განცხადება, რომ ცხოველთა უფლებადამცველებიდან „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია“, ჩემთვის არ არის უბრალოდ უხეში გამონათქვამი ან პოლიტიკური ემოციის გამოხატვა.

ეს არის განცხადება, რომელიც განსაკუთრებით საშიშ მნიშვნელობას იძენს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ცხოველთა მიმართ უსასტიკესი ანგარიშსწორების ფაქტები ვლინდება, ხოლო მათი მხილების გამო ცხოველთა უფლებადამცველები აგრესიისა და მუქარის სამიზნეები ვხდებით.

გორში მომხდარი შემზარავი ფაქტები, თბილისში მიუსაფარი ცხოველების მკვლელობის შესახებ გავრცელებული მძიმე ინფორმაცია, ცხოველების სამარხები, ამოღებული ლეშები და საზოგადოების კითხვები მუნიციპალური სამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებით მოითხოვს არა ცხოველთა უფლებადამცველების დაშინებას, არამედ სრულყოფილ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას.
კმარა ცხოველტაუფლებადამცველების და შინაური ბინადარი ცხოველების გაშავების კამპანია, მუქარა, ზეწოლა, დაშინება და დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიება!

ამას ემატება გურჯაანის პოპულაციის მართვის ცენტრში აღმოჩენილი კუსტარული სასროლი იარაღი ნემსით, რომლის შიგთავსისა და დანიშნულების შესახებ პასუხი დღემდე არ გვაქვს და მკვლელობების დავთარი, რომელშიც გარკვევით ეწერა უგზო-უკვლოდ გამტრალი ასეულობით ცხოველი.

და ამ ვითარებაში დედაქალაქის მერი ცხოველთა უფლებადამცველების „დაძინებაზე“ საუბრობს.
მე არ ვიცი, ვინ შეიძლება აღიქვას ასეთი განცხადება ძალადობის წახალისებად.

არ ვიცი, სად შეიძლება ჩამისაფრდნენ, ვინ შეიძლება გახდეს აგრესიის ინიციატორი ან ვინ ჩათვალოს, რომ ცხოველთა უფლებადამცველის მიმართ ძალადობა მისაღებია.

მე არ ვიცი იგივე კუსტარული ნემსით აპირებს ჩვენი სიცოცხლის ხელყოფას ქალაქ თბილისის მერი, თუ უფრო დახვეწილ მეთოდოლოგიას ანიჭებს უპირატესობას.

მე არ ვაპირებ გაჩუმებას.

არ ვაპირებ ცხოველების დაცვაზე უარის თქმას, მაგრამ არც იმას ვაპირებ, რომ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე უყურადღებოდ დავტოვო.

საფრთხე რეალურია და ამის უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია!

მე, ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება!
ჩვენ გვაქვს პატივისცემის უფლება!
ჩვენ გვაქვს ღირსების უფლება!

საქართველოს პროკურატურას პირდაპირ მოვუწოდებ:

შეისწავლოს კახა კალაძის საჯარო განცხადება, შეაფასოს მისგან მომდინარე შესაძლო საფრთხე, დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული და აღკვეთის ღონისძიებები, რათა საფრთხე რეალურ ძალადობად არ იქცეს.

მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს:

დაუყოვნებლივ ჩაერთოს ამ საკითხში, შეაფასოს ჩემი და ყველა ცხოველთაუფლებადამცველის, როგორც ადამიანის უფლებადამცველის, უსაფრთხოების რისკები და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას ჩემი/ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

ვითხოვ არა პრივილეგიას, არამედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დაცვას!

არ შეიძლება, ქვეყანაში ცხოველების მკვლელობის ფაქტების მხილება თავად ცხოველთა უფლებადამცველებისთვის გახდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემცველი საქმიანობა!

არ შეიძლება, მაღალი თანამდებობის პირის განცხადების შემდეგ მოქალაქეს უწევდეს ფიქრი იმაზე, ვინ სად შეიძლება ჩაუსაფრდეს და/ან რა იარაღით დაესხმებიან თავს ან როგორ გაუსწორდებიან!

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მხოლოდ დანაშაულის შემდეგ დამნაშავის დასჯა არ არის.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, საფრთხე მანამდე აღკვეთოს, სანამ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანი მიადგება.

დღეს მე საჯაროდ ვითხოვ დაცვას.

ხვალ, თუ რამე დამემართება მე ან ნებისმიერ ცხოველთა უფლებადამცველს, მერე არავინ თქვას, რომ საფრთხის შესახებ სახელმწიფომ არაფერი იცოდა!

მე გაგაფრთხილეთ!

ახლა თქვენი პასუხისმგებლობაა, დაიცავით საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები!

დამიცვათ და დაგვიცავით!” – წერს შორენა ლობჟანიძე.