Caughtoffside-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლივერპულის ნიდერლანდელი მცველის, ვირჯილ ვან დაიკის დასამატებლად რამდენიმე გრანდი იბრძოლებს.
მერსესაიდელთა ცენტრალურ მცველს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ლივერპულში ახალი ხელშეკრულება ვირჯილს უკვე შესთავაზეს, თუმცა ფეხბურთელის პასუხზე ჯერ არაფერი ისმის.
როგორც იწერება, ვან დაიკის დამატებით ინტერი, იუვენტუსი და ბარსელონა ინტერესდებიან. თუ ვირჯილი ხელშეკრულებას არ განაახლებს, ამ კლუბებს მისი უფასოდ დამატების შანსი ექნებათ.