გული არავის აუჩუყოთ, დაეტიეთ თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ – თეა წულუკიანი (ვიდეო)

3 days ago 3

წაკითხვა: 202

დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. და გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.
დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!”- წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში და ეხმიანება აქტივისტების – თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძისთვის 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა