“გული მერევა ყველა წამზე რაც თქვენთან მაკავშირებს!” – რატი მუჯირი

2 weeks ago 5

6

ჟურნალისტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რატი მუჯირი

ძალაუფლებასთან ახლოს დგომამ დაწვა ადამიანი თქვენში, დაგაბრმავათ და ისე გადაიქეცით თვითონ ბოროტებად რომ ვერც კი მიხვდით!

თქვენს კეთილდღეობას თქვენი მეგობრების და მეგობრის შვილების სისხლის გემო აქვს!

თქვენი ბედნიერება თქვენი მეგობრების და მეგობრის შვილების დალეწილი ძვლების გროვაზე დგას!

არაფერი მინდა თქვენთან საერთო მქონდეს, მოგონებების წაშლა რომ შემეძლოს, იმასაც წავშლიდი!

და თუ კიდევ თავს იტყუებთ რომ ეს პარტიული დაპირისპირებაა ვაი თქვენს პატრონს!

გული მერევა ყველა წამზე რაც თქვენთან მაკავშირებს!

მე სანამ ამ საქმეში დავრჩები და თუ თქვენც თქვენ საქმეს გააგრძელებთ, როცა შევხდებით გამარჯობაც არ მითხრათ!

P.S. არც დაგთაგავთ, მით უფრო ზოგმა დამბლოკეთ, ზოგი მე დაგბლოკეთ, ზოგმა მანამდე გააუქმეთ ფეისბუქი. მაგრამ გადაეცით ერთმანეთს, დასქრინეთ და შიდა ჩატებში გაავრცელეთ.

სრულად წაკითხვა