"გული მწყდე­ბა, ასეთ დროს უძ­ლუ­რი ვარ" - რას ამბობს მსახიობი ვახო ჩაჩანიძე

1 month ago 14

მსა­ხი­ო­ბი ვახო ჩა­ჩა­ნი­ძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თავის აზრს გამოთქვამს:

"ჩემი გაბ­რა­ზე­ბა და გან­გა­შის ზა­რის ჩარ­თვა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ სვლის შე­ჩე­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რაც მა­ინ­ცდა­მა­ინც 28 ნო­ემ­ბერს არ მომ­ხდა­რა, როცა ეს უკვე ღიად გა­მო­ცხად­და. ამას აპ­რი­ლი­დან ვა­ტყობ­დი, რო­დე­საც მთავ­რო­ბა ამ გზას "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" მი­ღე­ბით და­ად­გა. პო­ლი­ტი­კა­ში დი­დად ჩა­ხე­დუ­ლი არ ვარ, აპო­ლი­ტი­კუ­რიც ვარ, მაგ­რამ ვხდე­ბო­დი, რომ ეს კარ­გი ამ­ბა­ვი არ იყო. თუმ­ცა რა­ტომ­ღაც ასე სა­გან­გა­შოდ არ მი­ვიჩ­ნევ­დი. მერე, რო­გორც კი ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­სავ­ლე­თის გზავ­ნი­ლე­ბი მო­ვის­მი­ნე, სა­დაც კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვას გვთხოვ­დნენ, რად­გან ეს ჩვენს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში შე­ა­ჩე­რებ­და, უკვე გან­გა­შის ზარი შე­მოვ­კა­რი. ფაქ­ტია, რომ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­გობ­რე­ბი, პარტნი­ო­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - ეს არ ქნა­თო.

მერე თით­ქოს მთავ­რო­ბა იმ პო­ზა­ში დად­გა, ევ­რო­კავ­შირ­მა აქეთ შეგ­ვეხ­ვე­წოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბაო. თით­ქოს და­სავ­ლე­თი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, თავს გა­დაგ­ვყო­ლო­და. იყო ამ­ბა­ვი ატე­ხი­ლი რა­ტომ მიგ­ვა­ტო­ვაო. ჯერ ერთი არ მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვართ და თუნ­დაც ასე ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლა­ფე­რი ხომ შე­და­რე­ბი­თია? სი­ტყვა­ზე, მათი ეს 35-წლი­ა­ნი უყუ­რა­დღე­ბო­ბა ჩვენს 250-წლი­ან რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას­თან რა მო­სა­ტა­ნია?! სა­ოც­რე­ბაა... არა­და მარ­ტი­ვია - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ აბა­რებ, თუ გა­მოც­დე­ბი არ ჩა­ა­ბა­რე, ვინ მი­გი­ღებს? ჰოდა, ამ დროს რომ ვთქვათ, არა, მე ამ საგ­ნებს არ ჩა­ვა­ბა­რებ და ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­ინც მოვხდე­ბი... ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია ხომ ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სია იმის­თვის, რომ თავი და­ვაღ­წი­ოთ იმ კლან­ჭებს, რა­შიც ამ­დე­ნი წე­ლია ვართ" - ამბობს ვახო ჩაჩანიძე.

როგორც მსახიობი ამბობს მის სამეგობროში უმეტესობა მის აზზრეა:

"უმე­ტე­სო­ბა ჩემ­ნა­ირ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ნა­წილს ვერ ვხვდე­ბი, რა და­ე­მარ­თა?! ასე რო­გორ ამოტ­რი­ალ­დნენ, ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ვერც იმას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ სად­მე დად­გო­მა და იმის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა დამ­ჭირ­დე­ბო­და, რომ არა რუ­სეთს! ეს იმის შემ­დეგ, რაც ჩემს ნაც­ნო­ბებ­თან, მე­გობ­რებ­თან, ჩემი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად თბი­ლი­სის ომით და­წყე­ბუ­ლი, აფხა­ზე­თი, სა­მა­ჩაბ­ლო ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ა­რეთ. მერე იყო, რომ ზოგს მიშა მოს­წონ­და, ზოგს - გრი­შა, მაგ­რამ იმ მთა­ვარ­ში ყო­ველ­თვის ერ­თად ვი­ყა­ვით. ახლა ის ერთი დაგ­ვერ­ღვა. დღეს ზო­გი­ერთ ჩემს მე­გო­ბარ­თან იმის მტკი­ცე­ბა მჭირ­დე­ბა, რომ რუ­სე­თი მტე­რია! პო­ლი­ტი­კუ­რად კონ­ტექ­სტში ვსა­უბ­რობ, თო­რემ, შე­იძ­ლე­ბა რუსი მე­გო­ბა­რიც მყავს და ადა­მი­ა­ნებს არა­ფერს ვერ­ჩი.

დღეს შავ­ზე თეთ­რის მტკი­ცე­ბა მი­წევს. გული მწყდე­ბა და თან მათ­თან კა­მა­თი აზრს კარ­გავს, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია იცის. ვინც არ იცის, მას შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თო, გა­და­ხე­დე და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­სა­უბ­რე-მეთ­ქი. მარ­თლა უც­ნა­უ­რია, როცა ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. აქ და ასეთ დროს უძ­ლუ­რი ვარ, ვერ ვე­რა­ფერს ვხვდე­ბი, რა ხდე­ბა. არ ვამ­ბობ, რომ აგი­ტა­ტო­რი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლას ერ­თმა­ნეთ­თან ხომ გვი­წევს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფე­ბი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად ვერ მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან..." - ყვება ვახო ჩაჩანიძე.

სრულად წაკითხვა