"გული მწყდება, მესამე გოლი ჩემს გამო რომ გავიდა" - კაშიას კომენტარი

5 days ago 5

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თურქეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრა 2:3 დათმო, ჩვენებიდან გოლებით თავი ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გამოცდილმა მცველმა გურამ კაშიამაც გააკეთაა.

"პირველი ორი გოლი ჩვენვე მოვიგონეთ. ძალიან გული მწყდება, რომ მესამე გოლი პირადად ჩემი შეცდომის გამო გავიდა. მოედნის ცენტრში კიტე ძალიან დაგვაკლდა, მის გარეშე ბურთის ამოტანა გვიჭირდა - უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ და ბულგარეთთან სტარტი სხვანაირად უნდა იყოს", - განაცხადა კაშიამ.

სრულად წაკითხვა