გურიაში 14 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს

2 months ago 26

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 27 წლის კაცი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, 14 წლის მოზარდი გააუპატიურა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გურიაში, 2011 წელს დაბადებული მოზარდი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურების) მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

სრულად წაკითხვა