მლეთაში 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის დედა ამბობს, რომ არსებობს ადამიანი, ვინც გაუჩინარების შემდეგ მისი შვილი ნახა.
დუშეთის განყოფილებაში გამოკითხვაზე მისულმა ქალმა ეს ინფორმაცია დღეს გამომძიებლებს მოუყვა, ახლა ოჯახი ელოდება, როდის დაიბარებენ პოლიციაში ამ მოწმეს.
ირკვევა, რომ გამომძიებლებს დღეს კითხვები ჰქონდათ გურიკა დადიანიძის პირად ნივთებზეც, რომელიც ლომისადან ახალგაზრის გაუჩინარების შემდეგ, დედის თქმიკთ, მამიდასთან აღმოჩნდა.
,,ისეთ თემაზე დამიბარეს, რომ აქ მე არ უნდა დავებრებინე, აქ უფრო მამიდა უნდა დეაბრებინათ. იმიტომ, რომ როცა ბავშვები ექსკუსრიიდან დაბრუნდნენ, ნივთები, რომელიც გურიკას ჰქონდა, გადაეცა მამიდას – ეს ამბავი მე არ ვიცოდი. მე ეს ძალიან მაინტერესებს, გურიკიას ჯიბე არ ჰქონდა? რატომ მიუტანეს მამიდას – არც ის ვიცი ვინ მიუტანა. გურიკას დაკარგვის მეორე დღეს ხურდები გადაეცა მამიდას.”- ამბობს დადიანიძის დედა.
pozitivi.ge