საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი გაძლევთ უნიკალურ შანსს 16 დეკემბერს ევროპულ დარბაზში გამოფენილი უნიკალური ექსპონატები უფასოდ დაათვალიეროთ:
“საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი უერთდება ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2025 წლის თემატიკას.

მოხარულები ვართ ჩავერთოთ ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამაში — „არქიტექტურული მემკვიდრეობა: ფანჯარა წარსულში, კარი მომავლისაკენ“ — და მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია კულტურული იდენტობის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.

საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს ისტორიულ არქიტექტურულ ნაგებობას, რომელიც 1895 წელს აშენდა. იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს და არქიტექტორ პოლ შტერნის მიერაა დაპროექტებული. შტერნი იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არქიტექტორი იყო. მუზეუმში კი დაცულია დასავლეთ ევროპული მხატვრობის დიდი და მნიშვნელოვანი კოლექცია. შესაბამისად, ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2025 წლის თემატიკის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ, 16 დეკემბერს სტუმრები უფასოდ დავუშვათ საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ევროპულ დარბაზში.”

23 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·