„ბრალდებულის მითითებით, მისსავე მასაჟის სალონში, დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა“, - წერია პროკურატურის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
- 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით - არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგი;
- 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა.
კაცს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

1 day ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·