ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე ქართული ფეხბურთის ლეგენდა, გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას წერილს უგზავნის.
დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშით არა მხოლოდ საკუთარი მიზნის მიღწევა შეძლო, არამედ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლა.
ხვიჩა, შენ უკვე ისტორია ხარ. ითამაშე გულით, გაბედულად და იცოდე რომ მთელი საქართველო შენს გვერდითაა. წადი და დაამკვიდრე შენი სახელი ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე.
- წერს გიორგი ქინქლაძე.
ცნობისთვის, ფინალი პსჟ-სა და ინტერს შორის 23:00 საათზე დაიწყება.