დააწესეთ ინდივიდუალური სანქციები, არ წაართვათ ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმი - ნინო დათაშვილი EU-ს

4 days ago 1

"კარგად ვაცნობიერებ, თუ რატომ მიეცა ვადა 31 აგვისტომდე საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას და რატომ არის საფრთხეში ჩვენი ვიზალიბერალიზაცია.“

„ამის მიზეზი ბევრია - მმართველი პარტია თანამშრომლობს პუტინისტურ რუსეთთან, ავრცელებს დეზინფორმაციას დასავლეთის მიმართ, მიიტაცა ხელისუფლება და ამყარებს დიქტატორულ რეჟიმს. საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქე უკანონო პატიმრობაშია მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია უნდათ. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ აღძრეს საქმე და დააყადაღეს მათი ანგარიშები. და კიდევ სხვა უამრავი რამ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ვიმყოფებოდი ერთ-ერთ სოფელში და საკუთარი თვალით ვნახე უამრავი სახის გაყალბება. საფრთხის და მუქარის ქვეშ ვაკვირდებოდი არჩევნებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

სხვა უამრავი ფაქტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ნუ წაართმევთ საქართველოს ხალხს ამ მონაპოვარს", - სწერს ნინო დათაშვილის ევროკავშირის მისიას საქართველოში და უყვება თავისი დაკავების დეტალებს. მისი პოზიცია ასეთია:

"ჩვენ არ ვიმსახურებთ ევროპისგან იზოლაციას, უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ევროინტეგრაციის შეჩერებას.

არალეგიტიმური ხელისუფლების მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამო არ უნდა ზღოს თავისუფლების მოყვარულმა ხალხმა", - დათაშვილი ითხოვს ევროკავშირისგან ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნების" სხვა წევრებისთვის, პარლამენტარებისა და მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც ის არალეგიტიმურად მიიჩნევს და ყველა იმ პირისთვის, რომლებიც "უკანონობას სჩადიან."

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით - თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარის გამო.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ამ დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს როგორც ჯარიმა, ასევე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა.

სრულად წაკითხვა