“დაგდებულ ადამიანს, რომ ქუსლით ცინიკურად ურტყამ და მერე მთელი ძალით.. რატომ შე ფარისეველო სადისტო ღორო რატოოომ?“ – დავით ხარაბაძე

3 weeks ago 4

ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში დინამოს ექიმი, დავით ხარებაძე ეხმაურება და გმობს ძალადობას.

“უმწეო ადამიანი, დაგდებული, აბსოლუტურად უმწეო და ჯერ ქუსლით ცინიკურად ურტყამ და მერე მეორე, მთელი ძალით, პირდაპირ სასწაულადაა გადარჩენილი რომ ადგილზევე არ გარდაიცვალა კისრის ტრავმით…

რატომ შე სადისტო ღორო რატოოომ?

ხვალ წაეთრევი და სამებაში სანთლებს დაანთებ, ოჯახის სიწმინდის დღეს სადღეგრძელოს დალევ და შენს შვილებს ამაყად გადახედავ ისე, რომ წარბიც არ შეგიტოკდებამ რადგან იცი რომ, გაგდის და შენი არარეალიზებული დაკომპლექსებული ეგოს დასაკმაყოფილებლად ასმაგი ენთუზიაზმით და აღტკინებით ურტყამ….

არა არა და არაააა! მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხავი, ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლი… ლეგიონია თქვენი სახელი.

თუ ღმერთი არ აშენებს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. თქვენ არც ღმერთი გწამთ, არც ხატი, არც ეკლესია არც ოჯახი და არც სიწმინდე.

ფარისეველი სადისტი ხარ..“, – წერს დავით ხარაბაძე.

სრულად წაკითხვა