“ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.
მადლიერებას გამოვხატავ სალომე ზურაბიშვილს მიმართ, მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლიდერობისთვის და საქართველოს ევროპული კურსისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის. უკვე 1 თვეა ქართველი ხალხი მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩებში, ძალადობისა და დაშინების მიუხედავად. არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია უგულებელყოს მოწოდება. ეუთო/ოდირმა დაადასტურა სერიოზული დარღვევები არჩევნებზე და სავარაუდო გაყალბების გამოძიების არარსებობა. დადგა დრო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა, შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა”.