ვინ მონაწილეობდა თბილისის მერიის იმიტირებულ საახალწლო კონცერტში, რომელიც, როგორც მედია იუწყება 31 დეკემბრამდე 4 დღით ადრე ჩაიწერა.
ღონისძიებას, რომელიც 85 წუთამდე გაგრძელდა, 23:59 საათზე დაიწყო. მას ლიზა ბაგრატიონი და კახა მიქიაშვილი უძღვებოდნენ. თავდაპირველად მაყურებელმა თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვას მოუსმინა, შემდეგ კი უკვე საკონცერტო ნომრები იხილა.
მონაწილეების სიას “რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს:
- ანსამბლი „ერისიონი“;
- ნატო მეტონიძე და ანსამბლი „შვიდკაცა“;
- რამაზ ჩიკვილაძე და „სამების საპატრიარქოს გუნდი“;
- ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“;
- გორის სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ნინო წიკლაური);
- ნატო მეტონიძე და ანსამბლი „ჰერიო“;
- ანსამბლი „აფხაზეთი“;
- „თეატრალური კვარტეტი“;
- სოფო ხალვაში;
- ანსამბლი „შვიდკაცა“ და კონსტანტინე ყიფიანი;
- მიშო ჯავახიშვილი;
- „პატრიარქის ნათლულთა გუნდი“;
- ჯგუფი „ფორტე“;
- „თბილისის ქალთა გუნდი“;
- ანსამბლი „ალილო“;
- ანსამბლი „შვიდკაცა“;
- „სამების საპატრიარქოს გუნდი“ სვიმონ ჯანღულაშვილის ხელმძღვანელობით;
- ანსამბლი „ჰერიო“.