ტრამპის ინაუგურაცია გლოვის გამო დაშვებული დროშების ფონზე ჩატარდება

2 days ago 4

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაშვებული დროშების ფონზე ჩატარების შესახებ აღარ გადაიხედება, – იუწყება AP.

თეთრ სახლში განმარტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალებას უკავშირდება.

კარტერი 100 წლის ასაკში 30 დეკემბერს გარდაიცვალა.

აშშ-ში სახელმწიფო დროშები 9 იანვრის შემდეგ, რომელიც გლოვის დღედ არის გამოცხადებული, ტრადიციისამებრ, 30 დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდება.

სრულად წაკითხვა