პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“მე დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში.
თავიდანვე მომხრე ვიყავი მისი მოწვევის ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს.
ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მან ხაზი გაუსვა,რომ ქართულ სახელმწიფოს ადრე არჩეული ჰქონდა პროდასავლური კურსი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს კურსი სრულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამ კურსის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2003-2012 წლის საქართველო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე მთავარი წარმატებები საქართველოს წინ აქვს, დიქტატურის დამარცხების შემდეგ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.