საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ შვილის გადაწყვეტილების შესახებ ამცნო საზოგადოებას და სოციალურ ქსელში დაწერა:
„პირველ რიგში, ბედობას გილოცავთ, მეგობრებო! იყო ჩინური, ასევე კორეული გამოწვევები! დავდექით დილემის წინაშე: ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს. მივდივართ ბუნდესლიგაში! ბუდუმ აირჩია ბუნდესლიგა! მადლობა კალსრუეს! მადლობა მენეჯერებს, მადლობა, საქართველო, მადლობა გია ცეცაძეს, თეიმურაზ ლორთქიფანიძეს, მამუკა ხუნდაძეს ბუდუს გამოწვრთვნისა და სიყვარულისთვის! ჩვენ თქვენთან ვართ! წინ დიდი ბრძოლებია!“.