დავეხმაროთ ნესტან სინჯიკაშვილს

ტექსტის ზომა 100%
დავეხმაროთ ნესტან სინჯიკაშვილს
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

დავეხმაროთ ნესტან სინჯიკაშვილსრეჟისორ ნესტან სინჯიკაშვილს თითოეული ჩვენგანის დახმარება სასიცოცხლოდ სჭირდება. ის მკერდის სიმსივნეს ებრძვის.

ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:
“ძალიან გთხოვთ, გადააზიარეთ. მეგობრებო, გადავწყვიტეთ ეს პოსტი გაგვეკეთებინა ჩვენი უახლოესი მეგობრისა და საუკეთესო ადამიანის დასახმარებლად. თვითონ ამას არასდროს გააკეთებდა და ამიტომ ეს მისია ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე.

ჩვენს უსაყვარლეს მეგობარს, რეჟისორს, უამრავი თქვენთვის საყვარელი მუსიკალური კლიპის ავტორს – ნესტან სინჯიკაშვილს, სწორედ ახლა სჭირდება ჩვენი განსაკუთრებული გვერდში დგომა. მას აღმოუჩინეს მკერდის სიმსივნე და იგი ებრძვის ამ ვერაგულ დაავადებას. 

გთხოვთ, გავერთიანდეთ მისთვის, ვისაც რა შეგვიძლია, თუნდაც მცირედი თანხით და დავეხმაროთ, რათა შეძლოს მკურნალობის გაგრძელება და სიცოცხლე, რომ იგი განკურნებული და ცოცხალი იყოს ჩვენს გვერდით.

კეთილი საქმისთვის ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია ერთად დგომითა და სიკეთისთვის გაერთიანებით.

მადლობა წინასწარ თითოეულ თქვენგანს!

ანგარიშის ნომერი მითითებულია ქვემოთ, ასევე მიმღების სახელი და გვარიც.

ანგარიში:
#GE42BG0000000241134100 (საქ.ბანკი)
#GE26TB7596645061600011 (თიბისი ბანკი)
მიმღები: ნესტან სინჯიკაშვილი

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS