WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერისა და ექსპრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წერილები „სასაცილო და ტრაგიკულია“.

კობახიძის განცხადებითვე, სიღრმისეულ კომენტარს ვერ გააკეთებს წერილებზე, რადგან – ღარიბაშვილი მანამდე იკავებდა პრემიერის თანამდებობას, და რომ მისი მტკიცებით, წერილების შინაარსი არასერიოზულია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“,- თქვა ირაკლი კობახიძემ ღარიბაშვილზე.

კობახიძეს ჰკითხეს ვინ დგას „ცრუ კამპანიის“ უკან, რასაც ის უპასუხობს:

„ნუ, ფაქტია ხომ, ვინც ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან. ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული. არიან ძალები, რომლებსაც მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ“, – თქვა კობახიძემ.

მან ახსენა „კონკრეტულ მედიასაშუალება“ სახელის დაკონკრეტების გარეშე, თუმცა ის სავარაუდოდ გულისხმობდა „ასავალ-დასავალს“.


ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ მეხუთე წერილში თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“

ამ საკითხზე პროკურატურამ ექსპრემიერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვა პირები გამოკითხა.

ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?

ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის წერდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.

ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.

მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა „ასავალ-დასავალს“, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ცნობის ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახი ჰქონდა.

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.