დავით ნინიაშვილი: "ლა როშელში ტიტულების მოგება მინდა"

1 week ago 5

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ფრანგული ელიტისთვის კარგად ნაცნობი დავით ნინიაშვილი კარიერის ახალ ეტაპს იწყებს.

ოთხი წლის შემდეგ „ლიონს“ ემშვიდობება და „ლა როშელს“ უერთდება. 23 წლის ქართველი ვარსკვლავი ახალ გუნდში ოფიციალურად წარადგინეს. „ლა როშელის“ ვებგვერდმა ნინიაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

როცა უცხოური კარიერა დავიწყე, სწორედ „ლიონმა“ მომცა შესაძლებლობა, საფრანგეთში მეთამაშა, სადაც ოთხი სეზონი გავატარე და შემდეგ გადავწყვიტე, „ლა როშელში“ გადავსულიყავი. ეს არის დიდი კლუბი, რომელსაც ტიტულების მოგების ამბიცია აქვს – იქნება ეს საფრანგეთის ტოპ-14, თუ ჩემპიონთა თასი. როცა „ლიონთან“ ერთად ჩელენჯ თასი მოვიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ტიტული ჩემს კარიერაში. ახლა ვცდი, ახალ კლუბშიც იგივე მოვახერხო.

- თქვა ნინიაშვილმა.

სრულად წაკითხვა