დავით ღვინიანიძე: “სერიულ მანიაკთან გვაქვს საქმე”

ტექსტის ზომა 100%
დავით ღვინიანიძე: “სერიულ მანიაკთან გვაქვს საქმე”
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 9 წთ.

 “სერიულ მანიაკთან გვაქვს საქმე”

ოპერის მომღერალი დავით ღვინიანიძე აცხადებს, რომ ამერიკაში ცხოვრობს ქართველი სერიული მანიაკი, რომელიც თანამემამულეებს მოკვლით ემუქრება:

“სამწუხაროდ, ვწერ ვიდეოს, რომელიც არის განკუთვნილი ჩვენი სათივსტომოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვეხმაურები ზუსტად იმ ვიდეოს, რომელიც დავდეთ 2 დღის წინ მე და ნინი შერმადინმა. ნინიმ მას შემდეგ, რაც გამოვიდა პოლიციიდან, დადო დამატებითი ვიდეო და მეც ვდებ ვიდეოს, იმიტომ რომ მინდა ხაზი გავუსვა რამდენად საშიში არის ჩვენი სოციუმისთვის ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ არ ვიცით, რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს.

კვირა დღეს მირეკავს ვიღაც მამაკაცი, დაფიქსირებულია რომ 10:34 წუთზე შედგა სატელეფონო საუბარი და ითხოვს ნინი შერმადინის ტელეფონს. მეუბნება, რომ ცხოვრობს სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, რომ არის მილიციელი, ავღანეთში ნაომარი და სურს ნინის ტელეფონის მოპოვება. დავუბრუნე პასუხი, რომ არ ვარ წინააღმდეგი, რომ მოგცეთ ნინის ტელეფონის ნომერი, მაგრამ ნინის უნდა დავეკითხო. პირველად გამომრჩა მისი ზარი, მეორედ ვუპასუხე და 7 წუთი მიმდინარეობდა ჩვენი საუბარი. მერე ვურეკავ ნინის და მეუბნება, რომ არ იცნობს ამ ადამიანს და არ აქვს სურვილი, მივცე მისი ტელეფონის ნომერი. ვურეკავ უკან და 3 წუთი ვსაუბრობთ, რამაც გამოიწვია მისი გაღიზიანება. თავიდანვე მივხვდი, რომ ეს ადამიანი არაადეკვატურად საუბრობდა, შევატყვე, რომ ესაჭიროება ფსიქოლოგიური დახმარება, საუბრის დროს რაღაც-რაღაცეებს მიედ-მოედებოდა, როცა შევატყობინე, რომ ნინი არ არის თანახმა, მივცე ნინის ტელეფონის ნომერი, მითხრა, რომ იგეგმება ნინი შერმადინის მკვლელობა და მინდოდა ინფორმაცია მიმეწოდებინა მისთვის. თან მეუბნება, რა არის ეს ნინი შერმადნი და ვინ არის ასეთი, რომ მისი ტელეფონის გაგება არის ასეთი რთული პროცესი. ამის შემდეგ ნინის ვუგზავნი მის ტელეფონის ნომერს. მე მითხრა, რომ არის არის დავით გურგენიძე, სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვანაირად ეცნობა, მაგრამ მისი ტელეფონიდან გამომდინარე, ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, შეიძლება ესეც არ არის სწორი, არ მინდა ვინმე შევიყვანო სიცრუეში, მაგრამ ჩატ ჯიპიტის მეშვეობით ეს ტელეფონი ეკუთვნის ვიღაც დავით ბედუქაძეს, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული ნიუ იორკის შტატში 2023 წელს მარტში ორგანიზაცია. ჩვენ არ ვიცით ეს ექვემდებარება სიმართლეს თუ არის სხვა პიროვნებაზე გაფორმებული, მაგრამ ეს ადამიანი თავის თავს წარმოადგენს როგორც დავითი.

ამას არ მივაქციე ყურადღება, ნინის გადავუგზავნე ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი ეძებს მას, რომელმაც სხვა გვარი გვითხრა და გავაგრძელე ჩემი ცხოვრება. ეს იყო 30-ში და 31-ში ღამის 12 საათზე ისმის ზარი ტელეფონზე, კიდევ ერთხელ ცდილობს დამეკონტაქტოს. ვუთხარი, რომ ძალიან გვიანია, რა თქმა უნდა, გავუთიშე და იქვე დავბლოკე მისი ნომერი. თუმცა კიდევ ეცადა ეს ადამიანი ჩემთან დაკონტაქტებას. რა თქმა უნდა, მომეჩვენა, რომ ეს პიროვნება იყო არაადეკვატური. არ მივაქციე ყურადღება იმ ფაქტს, რომ მან თქვა, იგეგმება ნინი შერმადინის მკვლელობა, უბრალოდ ეს შევატყობინე ნინის. ნინი მირეკავს და მეუბნება, რომ თურმე ამ დამიანს გაუკეთებია ზეწოლა სხვადასხვა ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა შტატში და უმეტესად ნიუ იორკის შტატში. როდესაც მე მესაუბრა, არ ვიყავი ამ სიაში, შემდეგ ნინიმ მითხრა, რომ რეჟისორმა ქეთი ორჯონიკიძემ უთხრა, რომ მეც ვარ სიაში, ნინიც და ქეთიც, რომ უნდა იყვნენ მოკლულები. ამის შემდეგ სათანადო ზომები მივიღეთ, ნინი ჩამოვიდა და წავედით პოლიციაში, სადაც ვცხოვრობ და სადაც ჩემი ბინაა. იმ წამსვე მოახდინა რეაგირება პოლიციელმა. მოგვცა რეპორტი და დაურეკა მას, ჩვენ ვიცოდით მისი ტელეფონის ნომერი. დავითმა კი უპასუხა, რომ ის ხუმრობს თურმე და რომ ეს არასოდეს განმეორდება.

გამოძიების პროცესი დაიწყო. ხალხნო, ეს არის მართლა საგანგაშო სიტუაცია. ნინიმ ჩამიგდო ეკა ჩიჩუასთვის მიწერილი წერილი ამ ადამიანის მიერ. შეიძლება არ მაქვს უფლება, რომ ეს განახოთ, მაგრამ თავს უფლებას მივცემ, წაგაკითხოთ: “ყლექალავ აიღე ყურმილი. ოკ. პირადად მოგკლავ. ეს ხუმრობა არაა. შანსი გქონდა. ეხლავე წადი, გაიქეცი.” არ ვიცი რასთან დაკავშირებით წერს ეკას ამას. ეკასაც დაბლოკილი ჰყავს. ეს არის პირდაპირი მუქარა მკვლელობის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყანაში, რომელიც დღესდღეობით უმკლავდება კრიმინალებს. ეს ქვეყანა არის საოცარი ქვეყანა, ეს არის ჩვენი ოცნების ქვეყანა, ამიტომაც ჩამოვედით აქ, იმისთვის რომ მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვროთ და შევქმნათ და განვავითაროთ ჩვენი იდეები. პირადად დაკავებული ვარ ჩემი პატარა იმპერიის შექმნით, მაქვს 2 მუსიკალური ცენტრი, რომელშიც არის მოხუცების 2 თავშესაფარი, მათთვის მაქვს საჭმლის მიტანის ორგანიზაცია, ოჯახში ზრუნვა, ასევე საკონცერტო ბიზნესები მაქვს, კაფე “მაესტრო”, რომელიც ძალიან ცნობილია და ის 2 ლოკაციას ხსნის ფილადელფიაში და 2-საც ბრუკლინში და ასეთ დროს, როცა დღე და ღამე მაქვს გაერთიანებული, ვაწყდები ასეთ სისულელეებს და სიგიჟეებს, თუ ეს სისულელეა.

ვფიქრობ, ეს ადამიანი ძალიან საშიშია, იმიტომ რომ თუ ის არ არის ადეკვატური, მაშინ მისი ადგილი არის სხვაგან და თუ ის არის ადეკვატური და ადგენს სიას, როგორც გავიგე, დაახლოებით 26 ადამიანზე აქვს შედგენილი სია, რომელშიც არის გამოჩენილი ადამიანების სახელები, ის მათ ემუქრებოდა სხვადასხვა მუქარებით და მკვლელობითაც. ამიტომ მინდა მოგმართოთ ყველას, თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, იმისთვის, რომ  მივაწოდოთ ეს ინფორმაცია სათანადო ორგანოებს, აუცილებლად მომწერეთ პირადში. ჩემს დაქვემდებარების ქვეშ გახლავთ 100-მდე თანამშრომელი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია იყოს სათანადო დონეზე გამოძიებული, ყველანაირად დავეხმარებით ამერიკის სხვადასხვა ორგანოებს იმისთვის, რომ მოხდეს სათანადო რეაგირება, სანამ რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია ამ პიროვნებას, იმიტომ რომ როგორც ვხედავთ, სერიულ მანიაკთან გვაქვს საქმე და სერიოზულად და ყურადღებით მოეკიდეთ. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ქართველია და ის ქართველ ემიგრანტებს აბულინგებს, რომლებსაც გარეთ გამოსვლაც კი ეშინიათ. მომწერეთ ყველაფერი, ჩვენ დავუკავშირდებით ყველა ორგანოს იმისთვის, რომ მოხდეს რაც შეიძლება მალე რეაგირება და გამოვლენა ამ ადამიანის, რომელიც აპირებს ასეთ სერიულ მკვლელობებს. სამწუხაროა, რომ ამ თემაზე მიწევს თქვენთან საუბარი, მინდა გისურვოთ ბედნიერი დღე მშვიდობიანი ცა. მიყვარხართ ძალიან. გამოძიების პროცესში დაიდება ყველა სიახლე და ყველა ინფორმაციას მოგაწვდით.

პ.ს. აგრეთვე, ვესაუბრე ქალბატონ ცუცა კაპანაძეს, რომელთანაც აღნიშნულ პიროვნებას არაერთხელ ჰქონია კონტაქტი. ასევე ვესაუბრე ქეთი ორჯონიკიძეს, რომელიც, მისი მონათხრობის თანახმად, ამავე პირის მხრიდან მუქარისა და დაშინების ობიექტი იყო — მათ შორის, საუბარი შეეხებოდა მის შვილსაც და ეუბნებოდა, რომ მის შესახებ „ყველაფერი იცოდა“.

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ, არსებული ცნობების თანახმად, საუბარია პიროვნებაზე, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას და ადგენდა 26 ადამიანის სიას — ადამიანების, რომლებიც, სავარაუდოდ, შემდგომ მისი მსხვერპლები უნდა გამხდარიყვნენ.”

ნინი შერმადინი, მომღერალი:

“გავიგე, რომ კიდევ ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისთვის დაურეკავს და უთხოვია ჩემი ნომერი. იქაც რომ არ მისცეს, ძალიან გამწარებულა… ადამიანები, ვინც ამ ფსიქოპატთან კომუნიკაციაში იყავით და ამდენ ხანს ხმას არ იღებდით, ძალიან გამკვირვებია თქვენი… დავით, მზად ვარ ნებისმიერი ფორმით ვითანამშრომლო გამოძიებასთან. ნიუ ჯერსის პოლიცია საქმის კურსშია და გამოძიება მიმდინარეობს, იმედია მალე დააკავებენ, რადგან ესეთი ადამიანები არიან საზოგადოებისთვის საშიში და მათი ჩვენგან იზოლირება აუცილებელია. ასევე მე მაქვს ხმოვანი ჩანაწერი, როგორ ემუქრება ერთ-ერთ ქალბატონს და ეუბნება, რომ მის შვილზე მეტი მოუყვეს. ეს ხმოვანი ჩანაწერიც, რა თქმა უნდა, გადაეცა პოლიციას. მეტს აღარ გავაგრძელებ.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS