„დავტესტე და საოცრება გამოვიდა, მზადდება 15 წუთში“ – რეცეპტი მათთვის, ვისაც შოკოლადი უყვარს, გამოცხობა არ სჭირდება

1 month ago 35

„დავტესტე და საოცრება გამოვიდა, მზადდება 15 წუთში“ - რეცეპტი მათთვის, ვისაც შოკოლადი უყვარს, გამოცხობა არ სჭირდება„გოგოებო, ეს რეცეპტი დავტესტე და საოცრება გამოვიდა. ვისაც შოკოლადი გვიყვარს და ღუმელი და სიცხე არ გვიყვარს… ორთქლის აბაზანაზე მზადდება 15 წუთში“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი და ინგა ჩიქოვანის რეცეპტს ავრცელებს.

„ოთხი ჭიქისთვის:

1 კვერცხი, 6 კოვზი შაქარი, 150 მაწონი ან რძე, 6-7კოვზი ფქვილი, 2 კოვზი კაკაო, 3 კოვზი ზეთი, ვანილი, მარილი მწიკვი, სოდა-ძმარი. უნდა გამოვიდეს თხელი არაჟნის სისქე. ქვაბში ჩავასხი ცივი წყალი, ჩავასხი ჭიქებში მასა და დაბალ ცეცხლზე დავდგი. ადუღებიდან 10 წუთში მზადაა, გამორთეთ და არ ამოიღოთ, ოდნავ გაგრილდეს და მერე ჭიქიდან ადვილად გადმოდის“.

სრულად წაკითხვა