“დავფიქრდი, იქნებ 2003 წელსაც ასე იყიდეს რამდენიმე საკვანძო ძალოვანი სტრუქტურის გადმობირება და ლოიალობა?” – ზაალ ანჯაფარიძე

14 hours ago 2

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტული მოსაზრებიდან გამომდინარე ერთგვარ შედარება-მინიშნებას აკეთებს 2003-2004 წლების მოვლენებთან დაკავშირებით:

ახლობელმა, პოლიტიკისგან შორს მდგომმა ადამიანმა, მითხრა ასეთი რამ: თუკი ოპოზიცია ხელისუფლების “მშვიდობიან დამხობას” აპირებს, მაშინ რაში დასჭირდაო ხაბეიშვილს პოლიციელებისთვის $200,000 გასამრჯელოს დაპირებაო?

მისი აზრით, ეს პირდაპირი მაჩვენებელია იმის, რომ სწორედაც აპირებენ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას და სურთ ამ ფულით სამართალდამცავების უმოქმედობა ან თანამშრომლობა იყიდონო.

დავფიქრდი, იქნებ 2003 წელსაც ასე იყიდეს რამდენიმე საკვანძო ძალოვანი სტრუქტურის გადმობირება და ლოიალობა? ზუსტად ვიცი, რომ 2004 წელს აჭარაში ძალოვანების განეიტრალებაზე დიდი ფული დაიხარჯა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

სრულად წაკითხვა