დაიღუპა სატვირთოს მძღოლი, რომელსაც მისსავე მანქანაზე დაწყობილი რკინის კონსტრუქციები დაეცა

4 days ago 9

წაკითხვა: 2

დიღმის მასივში მომხდარი შემთხვევის შემდეგ სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა 21 ივნისს, შუადღის პერიოდში მოხდა. არსებული ინფორმაციით, აწგარდაცვლილს სატვირთო ავტომანქანით რკინის კონსტრუქციები გადაჰქონდა, რა დროსაც დაამუხრუჭა და რკინის მასალები ამავე მანქანის კაბინას დაეცა.

გარდაცვლილის ამოსაყვანად სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. დაღუპული მამაკაცი 35 წლის იყო და ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა