35
მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასა და ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განმარტებას ეხმაურება:
,,ტყუილია რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის! იქ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია. სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი. აი ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ.
ეს “რუსოფობიასთან” მებრძოლი უთავმოყვარეო მთავრობა, ჩვენ რომ გვადანაშაულებს რუსეთს მიჰყიდეს ყველაფერიო, სულ გაიბლანდნენ თავის მესიჯბოქსში – რუსეთს მივყიდეთ ყველაფერი და ტურისტებს ვეფერებოდით თუ რუსეთს ვაღიზიანებდით? ორივე როგორ იყო ერთდროულად შესაძლებელი?
დაიწყევლოს მართლა ის დღე, ივანიშვილს ცოლი რომ მოუყვა ორუელზე, რომლის იდეები ასე ჩაუჯდა თავში დიქტატორს, რომ ომი და მშვიდობა, მტერი და მოყვარე ერთი და იგივეა, მიშა რუსებს უწვებოდა და თან აღიზიანებდა. ხოლო ქოცები, როგორც ცხოველთა ფერმის ერთგული მაცხოვრებლები, ისტერიულად იმეორებენ ამ ორუელურ-ივანიშვილურ კოგნიტიურ დისონანსს”
საერთაშიროსო alia.ge