დაკავებულ ნიკა კაციას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

1 week ago 9

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2- თვიანი პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტ ნიკა კაციას, რომელსაც ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ნიკა კაციას დაკავების შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატის ნინო ლომინაძის თქვით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს, როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა, ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

კაციას მეგობრების თქმით, ის სახლიდან რუსთველის გამზირზე მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე მიდიოდა.

დღეს 9 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე კაცია თქვა, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ.

"ბილწსიტყვაობდნენ ჩემ მიმართ. თავიდან მეგონა, რომ ბანდფორმირება დამესახა თავს. მერე გამოვარკვიე, რომ იმ შენობაში წამიყვანეს, რომელსაც კრიმპოლის სახელით ვიცნობთ. ენის ბორძიკი დამეწყო ნერვიულობისგან, ამაზეც დამცინოდნენ. აქამდე მე ენის ბორძიკი არასდროს მქონია... შენ მაგარი ნაბოზარი ხარ, შენ მაგარი შენძრეული ბიჭი ხარ“, - ასე მეძახდნენ", - თქვა კაციამ.

რომლის თანახმადაც, მისი დაკავებისას 3 ავტომანქანა და 10-მდე კაცი იყო ადგილზე.

"არ ვიცოდი, რატომ დამაკავეს. 14 გრამი კოკაინი რომ ჩამიდეს, ამაზეც მეცინება, შემობრუნებული 41-ია",- თქვა სასამართლო სხდომაზე ნიკა კაციამ და დაამატა "ახსენეს პაკეტი, ამ დროს მაშინვე მივხვდი, რომ იმ ჩადებაზეა ლაპარაკი, რომელიც მეგონა, რომ დღევანდელ სამყაროში აღარ იყო".

კაციასთვის წარდგენილია ბრალდება მისი დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ/

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარებას მოითხოვდა, ვინაიდან მათ მტკიცებით არსებობს დანაშაულის განმეორებითი ჩადების, მიმავლის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ნიკა კაციას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის ნინო ლომინაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

წინასასამართლო სხდომა 23 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება.

სრულად წაკითხვა