WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 6 ოქტომბერს დააკავა ქვეყნის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი აუგუსტ ჰანინგი. 80 წლის ჰანინგი შპიონაჟშია ეჭვმიტანილი. დაკავებულია მისი ყოფილი თანამშრომელის მანფრედ დ.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, აუგუსტ ჰანინგი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის სახელმწიფო ღალატის მცდელობასა და სადაზვერვო-აგენტურულ საქმიანობაში, ხოლო მანფრედ დ. - ამ საქმიანობის ხელშეწყობაში.

პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.

გერმანული მედიასაშუალებების, WDR-ის, NDR-ის და Süddeutsche Zeitung-ის წყაროთა თანახმად, საქმე არ ეხება რუსეთთან კავშირებს.

  • აუგუსტ ჰანინგი გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.
  • სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ჰანინგი კერძო სექტორში საქმიანობდა უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სტატუსით.