,,დამიჯერეთ” – გიორგი კვირიკაშვილი ,,ქართულ ოცნებას” მიმართავს და ყველასთვის მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს!

5 hours ago 3

გიორგი კვირიკაშვილი აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს!

,,

“გამოუშვით ეს ადამიანები! ამით საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს. დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, თქვენ წამოიდგინეთ, თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც, სავარაუდოდ, პირდაპირ არ გეუბნებიან.

ამ ნაბიჯის გადადგმა სისუსტის გამოვლინება არ იქნება. უფრო მეტიც, ამის გაკეთება აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არცერთი ადამიანი, ვინც ძალაუფლებას გადაამეტა, არ დაგისჯიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები. ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ამით მხოლოდ უსამართლობის განცდისა და უარყოფითი მუხტის დაგროვებას შევუწყობთ ხელს.

გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც”. – წერს Facebook-ზე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და რეჟიმის პატიმრების ვიდეოს აზიარებს.

სრულად წაკითხვა