WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

3

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა. დაფინანსება მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე. თანხა უკრაინის მხარდაჭერის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილია და მოხმარდება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებს, საბრძოლო მასალასა და რადიოლოკაციურ სადგურებს.

“უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი და კონკრეტულია. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6,1 მილიარდი ევრო საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალისა და რადიოლოკაციური სადგურებისთვის, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. ვინაიდან რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს, ჩვენ ვზრდით დახმარებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავისი ხალხის დაცვასა და ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ევროპა დგას უკრაინის გვერდით და ჩვენ მივაწვდით მას იმას, რაც სჭირდება და მაშინ, როცა სჭირდება“,- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.