"დანა უაითისგან ერთი დაპირება მივიღე" - ილია თოფურიას აღიარება

1 day ago 10

ქართველი UFC-ის ქვემსუბუქი წონის (65 კგ) ჩემპიონის, ილია თოფურიას თქმით, ორგანიზაციამ მას მსუბუქ წონაში (70 კგ) სატიტულო ორთაბრძოლა აღუთქვა, რის გამოც მან დაბალი წონის ქამარი დათმო.

"ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი მეტოქე მსუბუქ წონაში. მხოლოდ ის ვიცი, რომ UFC-მ საჩემპიონო ბრძოლა მომილაპარაკა და ისინი ყოველთვის იცავენ სიტყვას. სწორედ ამ მიზეზით გავთავისუფლე ქამარი"

- აღნიშნავს თოფურია ესპანური საბრძოლო ორგანიზაცია WOW-ს პრესკონფერენციაზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სპორტსმენმა ერთი წონითი კატეგორიით ზევით ასვლის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო.

სრულად წაკითხვა